23:04 - 19 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-29 11:56:28, 1430 ნახვა

მსოფლიო
რუსეთი და ჩინეთი ერთობლივი სამხედრო წვრთნების სერიას იწყებს

რუსეთი და ჩინეთი ამ კვირაში დაიწყებენ სამხედრო წვრთნების სერიას, რაც მიანიშნებს მოსკოვის პეკინთან კავშირების გაღრმავებაზე, მიუხედავად მისი ომის მზარდი ხარჯებისა უკრაინაში, - ამის შესახებ გამოცემა Financial Time წერს. 

"ვოსტოკის" წვრთნები, რომელიც სამშაბათს იწყება, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში. 2018 წლის ბოლო წვრთნების დროს, მასში მონაწილეობდა 300,000 ჯარისკაცი ჩინეთიდან და მონღოლეთიდან.

დასავლელი ოფიციალური პირები და თავდაცვის ანალიტიკოსები ამბობენ, რომ წვრთნებით რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ცდილობს აჩვენოს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის მიუხედავად, რუსეთს კვლავ აქვს სამხედრო რესურსი. ამასთანავე, ამტკიცებს, რომ კრემლს აქვს უნარი შეინარჩუნოს მჭიდრო ურთიერთობა სხვა არადასავლურ მოკავშირეებთან, მათ შორის ბელარუსთან და ინდოეთთან, რომლებიც წვრთნებს შეუერთდებიან.

პეკინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მონაწილეობა ვოსტოკის წვრთნებში "არ არის კავშირში მიმდინარე საერთაშორისო და რეგიონულ სიტუაციასთან".

​იმის გამო, რომ რუსეთის არმიის სამი მეოთხედი, სავარაუდოდ, უკრაინაში იბრძვის, ანალიტიკოსების განმარტებით, წვრთნები ძირითადად "თეატრალური დადგმა" იქნება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
რუსეთმა ზაპოროჟიეს საცხოვრებელ ზონაში იერიში მიიტანა: ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაიჭრა
სოფელ შენაქოს ხიდის მისასვლელი მონაკვეთი ჩამოიშალა
ჭიღლაძე რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლია, თავადაც დაზარალებული – ადვოკატი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics