23:04 - 19 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-28 11:32:31, 1530 ნახვა

მსოფლიო
ბორელის განცხადებით, სერბეთი და კოსოვო ახალ სასაზღვრო პოლიტიკაზე შეთანხმდნენ

სერბეთისა და კოსოვოს რესპუბლიკის წარმომადგენლები ახალ სასაზღვრო პოლიტიკაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. 

ევროკავშირის ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ბრიუსელის მხარდაჭერით ჩატარებული დიალოგის ფარგლებში მხარეებმა შეძლეს დოკუმენტებზე შეთანხმება.

„სერბეთი დათანხმდა გააუქმოს შესვლისა და გასვლის საბუთები კოსოვოს პირადობის მოწმობების მფლობელებისთვის, ხოლო კოსოვო დათანხმდა არ შემოიღოს ისინი სერბული პირადობის მოწმობების მფლობელებისთვის“, - თქვა ბორელმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მან მიიღო გარანტიები პრემიერ-მინისტრისგან. 

​"შეთანხმება მიღწეულია. ევროკავშირის მიერ ხელშეწყობილი დიალოგის ფარგლებში, სერბეთი დათანხმდა, გააუქმოს შესვლისას/გასვლისას დოკუმენტების მოთხოვნა კოსოვოს პირადობის მოწმობის მფლობელებისთვის, ხოლო კოსოვო დათანხმდა, რომ არ მოსთხოვოს ისინი სერბეთის პირადობის მოწმობის მფლობელებს. კოსოვოელ სერბებს, ისევე როგორც ყველა სხვა მოქალაქეს, შეეძლებათ, თავისუფლად გადაადგილდნენ კოსოვოსა და სერბეთს შორის პირადობის მოწმობების  გამოყენებით", - წერს ბორელი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
რუსეთმა ზაპოროჟიეს საცხოვრებელ ზონაში იერიში მიიტანა: ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაიჭრა
სოფელ შენაქოს ხიდის მისასვლელი მონაკვეთი ჩამოიშალა
ჭიღლაძე რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლია, თავადაც დაზარალებული – ადვოკატი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics