18:49 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-23 09:46:14, 1766 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთმა ჩვენს წინააღმდეგ 3500 საკრუიზო რაკეტა გამოიყენა


რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებული სხვადასხვა საკრუიზო რაკეტების საერთო რაოდენობა 3,5 ათასს უახლოვდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთი 180 დღეა უკრაინის სხვადასხვა რაიონზე სარაკეტო დარტყმებს ახორციელებს.

”სხვადასხვა საკრუიზო რაკეტების ჯამური რაოდენობა, რომელიც რუსეთმა გამოიყენა ჩვენს წინააღმდეგ, უახლოვდება 3,5 ათასს. უბრალოდ შეუძლებელია რუსული არტილერიის დარტყმების დათვლა - ისინი ძალიან ბევრია, იმდენად ინტენსიური. უშიშროების საბჭომ განიხილოს საკუთარი პროვოკაციები, საკუთარი ტერორი ზაპოროჟიას ატომურ ელექტროსადგურზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics