18:48 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-21 00:11:13, 1968 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინა რუსი სამხედროების წინააღმდეგ ქიმიური აგენტების გამოყენებაში დაადანაშაულა

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინა რუსი სამხედროების წინააღმდეგ ქიმიური აგენტების გამოყენებაში დაადანაშაულა.
როგორც რუსეთის დეპარტამენტში განაცხადეს, 31 ივლისს ჯარისკაცები ზაპოროჟიეს ოლქში მძიმე მოწამვლის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექსპერტიზამ აჩვენა, რომ მათ ორგანიზმში ბოტულინის ტოქსინი „B“ ტიპის - ხელოვნური წარმოშობის ორგანული შხამი ჰქონდათ.
თავდაცვის სამინისტრომ პირობა დადო, რომ უახლოეს მომავალში ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას გაუგზავნის "კიევის რეჟიმის ქიმიური ტერორიზმის მტკიცებულებებს".

დეპარტამენტმა ასევე აღნიშნა, რომ ინციდენტთან დაკავშირებით აწარმოებს დამატებით გამოძიებას იმის თაობაზე, შეიძლებოდა თუ არა რუსეთის მიერ კონტროლირებადი ხერსონის ოლქის მთავრობის მეთაური, ვლადიმერ სალდო, მოწამლულიყო ქიმიური ომის აგენტებით.
უკრაინაში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებებს კომენტარი არ გაუკეთებია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics