|
2022-08-15 21:27:43, 1250 ნახვა
პოლიტიკა
კასპის მუნიციპალიტეტის მერმა სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობა ადგილზე დაათვალიერა
კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მისმა მოადგილემ დავით ქისიშვილმა და ეკონომიკური სამსახურის მ/შ დავით ზაქარაშვილმა მაღალმთიან სოფელ თელადგორში, სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობა ადგილზე დაათვალიერეს. მშენებელი შპს „ჰეიქ თაივეი“ ბურღვით სამუშაოებს აგრძელებს, პარალელურად კი სოფლის შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის ღირებულება 649 999 ლარია, რომელიც მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. მუნიციპალიტეტის მერია ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ცდილობს მოსახლეობას სასმელი წყლით უზრუნველყოფას. მოსახლეობას კი ვთხოვთ წყალი ყოველთვის მიზნობრივად და რაციონალურად გამოიყენონ - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)