|
2022-08-12 22:01:27, 1953 ნახვა
პოლიტიკა
ესტონეთის დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი - საქართველოს მთავრობას გასდის ის, რაც არ უნდა გასდიოდეს
დემოკრატიული გზიდან გადახვევის ნიშნები აშკარაა - ვხედავთ, რომ მთავრობა არ სცემს პატივს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებულ შეთანხმებას - ოპოზიციას ციხეში სვამს, მედიას ხურავს. - ამის შესახებ „რადიო თავისუფლებასთან“ ესტონეთის პარლამენტის წევრმა, დაზვერვის ყოფილმა ხელმძღვანელმა, 2008 წელს საქართველოს მთავრობის მრჩეველმა, ერიკ კროსმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას გასდის ის, რაც არ უნდა გასდიოდეს. "დემოკრატიული გზიდან გადახვევის ნიშნები აშკარაა - ვხედავთ, რომ მთავრობა არ სცემს პატივს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებულ შეთანხმებას - ოპოზიციას ციხეში სვამს, მედიას ხურავს. პოლარიზებულია, რუსეთს ეკეკლუცება. უამრავი ნიშანია, რაც უნდა გვაშფოთებდეს. მაგრამ მაინც გავიძახით: მაგრამ ისინი ხომ ჩვენი მეგობრები არიან! ისინი კაი ტიპები არიან! ვფიქრობ, საკმარისად კრიტიკულები არ ვართ ამ ეტაპზე. გვგონია, რომ საქართველოს დაბრუნების დრო ისევ გვაქვს. მაგრამ თუ საქართველოს მთავრობას ეს გაუვა, ისინი იტყვიან: ევროპული ღირებულებები არ გვინდა, ისინი ჩვენ არ შეგვეფერება, აი, ფული კი გვინდა, ფული მოგვეცით. და ჩვენ ვიტყვით - ოკ, კარგი, კარგი. პარიზისა და ბერლინის პოზიცია კიდევ გასაგები იყო - უნდოდათ მოსკოვთან ვაჭრობით ხელი მოეთბოთ. ჩვენს შემთხვევაში, ჩვენ გვინდა საქართველო ნატოში იყოს, ჩვენთან იყოს და ამიტომ საქართველოს მთავრობას გასდის ის, რაც არ უნდა გასდიოდეს" - ნათქვაჯია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარებთან და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან მიმართებაში, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები.
სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
კობახიძე: არ გვაინტერესებს რას იტყვის დიფ სთეითის კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი
მოსამართლე კაპანაძემ თორნიკე თოშხუა 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)