00:41 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-09 16:57:00, 793 ნახვა

მსოფლიო
Reuters - ერდოღანი უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებს საარჩევნო კამპანიისთვის იყენებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დიპლომატიურ წარმატებებს საარჩევნო კამპანიის პერსპექტივის იყენებს,- ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ს ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ დიპლომატიური გამარჯვებების სერია თურქეთის პრეზიდენტს გარკვეულ მოსვენებას აძლევს თურქეთში არსებული ეკონომიკური სიძნელეებისგან და სთავაზობს მისი კამპანიის სტრატეგიის გეგმას 2023 წელს დაგეგმილ არჩევნებში.

„როდესაც ის ემზადება მისი თითქმის 20-წლიანი მმართველობის ყველაზე დიდი საარჩევნო გამოცდისთვის, პრეზიდენტი ხაზს უსვამს თავის მიღწევებს მსოფლიო სცენაზე. საერთაშორისო დონეზე პროგრესი ეწინააღმდეგება ქვეყანაში არსებულ ბნელ ეკონომიკურ სურათს, სადაც ინფლაცია 79%-მდე გაიზარდა ლირა კი იკლებს დეკემბრის ბოლო სავალუტო კრიზისის დროს დაფიქსირებულ რეკორდულ დაბალ დონეზე”,- წერს Reuters-ი.

ამავდროულად, ოპონენტები ერდოღანს არაორდინალურ ეკონომიკურ პოლიტიკაში ადანაშაულებენ, მათ შორის საპროცენტო განაკვეთების შემცირებაში. მიუხედავად მაღალი ინფლაციისა და 2019 წლიდან ცენტრალური ბანკის სამი ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებისა, რის გამოც ქვეყნის ეკონომიკა მხარდასაჭერად გარე დაფინანსებაზეა დამოკიდებული. 

ამასთან, როგორც ერდოღანი აღნიშნავს, ექსპორტის, წარმოებისა და ინვესტიციების პრიორიტეტი - უფრო აშკარა 2023 წლის პირველ კვარტალში გახდება.

შეგახსენებთ, რომ მანამდე თურქეთის მეთაურმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სოჭში ვიზიტის დროს ვლადიმერ პუტინი ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირადი შეხვედრისთვის მიიწვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics