|
2022-08-09 14:09:41, 860 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი პოდოლიაკზე - არ არის საინტერესო ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ადამიანების აბსურდული პოზიციები
ჩემთვის არ არის საინტერესო ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ადამიანების არასერიოზული, აბსურდული პოზიციები,- ასე ეხმაურება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას, რომ საქართველომ უნდა აირჩიოს მხარს უჭერს თავისუფლებას თუ ავტოკრატიას. ოხანაშვილი პოდოლიაკს საქართველოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგო პოზიციების დაფიქსირებაში ადანაშაულებს. "ჩემთვის არ არის საინტერესო ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ადამიანების არასერიოზული, აბსურდული პოზიციები. შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, ვინც ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესების, ქვეყნის სუვერენიტეტის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს, ვერ იქნება განხილული ჩვენი მხრიდან, როგორც ჩვენთვის სასურველი პირები. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები აკეთებენ ჩვენი ქვეყნისადმი მტრულ განცხადებებს და ჩვენი ქვეყნის ინტერესები მათთვის არაფერს ნიშნავს," - განაცხადა ოხანაშვილმა. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით,ისევე როგორც ევროპის ყველა სხვა ქვეყანამ, საქართველომ უნდა აირჩიოს, კაციჭამიები, თუ ადამიანები, ვინც თავს იცავენ.თითოეულმა ქვეყანამ უნდა გააკეთოს, გააზრებული არჩევანი, იმაზე თუ რა არის ისტორიულ პერსპექტივაში მათთვის მნიშვნელოვანი. ამასთან საქართველომ ეს 2008 წელს თავად იხილა, თუმცა უფრო დიდი მასშტაბით, მეტი სისხლისღვრითა და კაციჭამიაობით.
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)