|
2022-08-08 11:41:17, 908 ნახვა
პოლიტიკა
ლიეტუვის პრემიერი - საქართველოში მშვიდობა არასდროს დამდგარა, რადგან დაშოშმინება აგრესორის მადას უფრო აძლიერებს
საქართველოში მშვიდობა არასდროს დამდგარა, რადგანაც დაშოშმინება მხოლოდ და მხოლოდ აძლიერებს აგრესორის მადას,- აღნიშნულის შესახებ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა სიმონიტე სოციალურ ქსელში წერს. ლიეტუვის პრემიერის თქმით, 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთი შეიჭრა საქართველოში, ომის 11 დღე დასრულდა სამშვიდობო შეთანხმებით, მაგრამ მშვიდობა არასდროს დამდგარა. „2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთი შეიჭრა საქართველოში, ომის 11 დღე დასრულდა სამშვიდობო შეთანხმებით, მაგრამ მშვიდობა არასდროს დამდგარა, რადგანაც დაშოშმინება მხოლოდ და მხოლოდ აძლიერებს აგრესორის მადას. ლიეტუვა საქართველოს გვერდით დგას რუსეთის დაგმობაში და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“,- წერს სიმონიტე. 2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა. ის საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას წარმოადგენს, რომელმაც ქვეყანას უმძიმესი შედეგები მოუტანა.
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)