|
2022-08-07 12:51:12, 1756 ნახვა
მსოფლიო
ლატვიის საგარეო - გვახსოვს და ვგმობთ 2008 წელს საქართველოში რუსეთის ცინიკურ შეჭრას
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წლის გასვლას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ამ ომმა შეცვალა რეგიონული უსაფრთხოების ლანდშაფტი სამხრეთკავკასიაში და მოიტანა უზარმაზარი პოლიტიკური და ეკონომიკური ზიანი. ლატვიის საგარეო ასევე გმობს რუსეთის ცინიკურ შეჭრას და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. "ჩვენ გვახსოვს და ვგმობთ 2008 წელს საქართველოში რუსეთის ცინიკურ შეჭრას და გამოვხატავთ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ. ამ ომმა შეცვალა რეგიონული უსაფრთხოების ლანდშაფტი სამხრეთ კავკასიაში და მიაყენა უზარმაზარი პოლიტიკური და ეკონომიკური ზიანი საქართველოს", - წერია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა. ის საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას წარმოადგენს, რომელმაც ქვეყანას უმძიმესი შედეგები მოუტანა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)