|
2022-08-06 12:45:55, 1041 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის მთავრობამ რადას 225 დეპუტატს, მათ შორის დავით არახამიას და ლიზა იასკოს დიპლომატიური პასპორტები გაუუქმა
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რადას ასობით დეპუტატს, მათ შორის დავით არახამიას, ლიზა იასკოს და ალექსეი გონჩარენკოს, დიპლომატიური პასპორტები გაუუქმა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა ავრცელებს. გამოცემის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პასპორტის მფლობელი პირები დოკუმენტს პირადი სარგებლობის მიზნით იყენებდნენ. „ამბობენ, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაბრაზებულია, რომ დიპლომატიური პასპორტის მფლობელი პირები დოკუმენტს პირადი სარგებლობის მიზნით იყენებენ და ომის დროს საზღვარზე დასეირნობენ“,- აღნიშნულია განცხადებაში. გარდა ამისა, გამოცემის ცნობით, პასპორტების ჩამორთმევა ასევე ეხებათ საკანონმდებლო ორგანოს იმ დეპუტატებს, რომლებმაც მივლინების შემდეგ ოფიციალური დოკუმენტაცია არ წარადგინეს. აღნიშნული სია სულ 225 პირს მოიცავს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)