23:24 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-05 12:50:46, 1150 ნახვა

მსოფლიო
The Washington Post - რუსეთი ირანის სათვალთვალო თანამგზავრს უკრაინის სამიზნეების დასაზვერად გამოიყენებს

რუსეთი ირანის სათვალთვალო თანამგზავრს უკრაინის სამიზნეების დასაზვერად გამოიყენებს. ამის შესახებ The Washington Post- ი დასავლეთის უსაფრთხოების ჩინოვნიკებზე დაყრდნობით იტყობინება.

მედიის ცნობით, ახალი თანამგზავრი, რომელსაც  ირანი  მომავალ კვირას  გაუშვეს, მასიურად გააუმჯობესებს თეირანის ახლო აღმოსავლეთის დაზვერვის უნარს. ამავე დროს, მოსკოვი  ამ მექანიზმის უკრაინის ომში გამოყენებას გეგმავს. 

რუსეთის კოსმოსურმა სააგენტომ როსკოსმოსმა განაცხადა, რომ კოსმოსურ ხომალდს 9 აგვისტოს გაუშვებს, რაც  ირანთან ბოლო ოთხი წლის განმავლობაში არსებულ მოლაპარაკებას დაასრულებს.

მოსალოდნელი გაშვება მოსკოვსა და თეირანს შორის გაზრდილი სამხედრო და პოლიტიკური თანამშრომლობის უახლესი მაჩვენებელია.სატელიტის კამერას 1.2 მ გარჩევადობა აქვს, რაც არსებითად აუმჯობესებს ირანის ამჟამინდელ შესაძლებლობებს, ნათქვამია მოხსენებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics