00:41 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-02 15:23:40, 850 ნახვა

მსოფლიო
უკრაინაში, ჯარისთვის განკუთვნილი მანქანების გაყიდვის ბრალდებით, საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრები დააკავეს

ჯარისთვის განკუთვნილი მანქანების უკანონოდ გაყიდვის ბრალდებით საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრები დააკავეს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქველმოქმედო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ჰუმანიტარული დახმარებად გაასაღეს და საზღვარზე შემოიტანეს მანქანები, რომლებიც შემდგომ მოგებოს მიღების მიზნით გაყიდეს და ჯარისთვის აღარ მიუწოდებიათ.

ამასთან, პროკურატურის ცნობით, ბრალდებულებმა ასევე უკანონოდ გაასხვისეს 20 000 დოლარად შეფასებული სამი ავტომობილი.

გარდა ამისა, ჩხრეკისას ნაპოვნი და ამოღებულია 11 ავტომობილი,  ჰუმანიტარული დახმარების გადაცემის და მიღების მოწმობები, და ამ ავტომობილების უცხოური სარეგისტრაციო დოკუმენტები.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics