21:52 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-28 18:05:21, 880 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - დეგნანი რომ ივანიშვილის მეგობარი იყოს, მასზე უსამართლო შეტევას გაემიჯნებოდა

ბიძინა ივანიშვილისა და კელი დეგნანის შეხვედრაზე მე ერთ რამეს გეტყვით. რა თქმა უნდა, ეს პირადი შეხვედრა ვერ იქნებოდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პირადი შეხვედრები მეგობრებს შორის იმართება, ეს კი მეგობრული შეხვედრა არ ყოფილა.

"ერთ რამეს გეტყვით, რომ პირადი შეხვედრა რა თქმა უნდა ეს ვერ იქნებოდა. პირადი შეხვედრები იმართება მეგობრებს შორის. და ჩვენ არ გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო მეგობრული შეხვედრა. აქ ძალიან მარტივი ლოგიკური დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სრული უფლება არსებობდა იმის, რომ ამ შეხვედრაზე ყოფილიყო საჯაროდ საუბარი, დასმულიყო კითხვები და გასცემოდა ამ კითხვებს პასუხი. აქ მეგობრობაზე რომ იყოს საუბარი მინიმუმ, ელჩი ასეთ შემთხვევაში გაემიჯნებოდა უსამართლო შეტევას, რომელიც ხორციელდებოდა მეგობარ ბიძინა ივანიშვილზე". - ნათქვამი განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცელა, სადაც კელი დეგნანთან შეხვედრა დაადასტურა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics