|
2022-07-25 21:45:03, 1162 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე „მთავარი არხის“ ჟურნალისტს - თქვენ ირაკლი კობახიძეს მიაყენეთ უბინძურესი შეურაცხყოფა
თქვენ ამით {ირაკლი კობახიძეს} მიაყენეთ უბინძურესი შეურაცხყოფა, ასე ადამიანს არც კითხვის და არანაირი ფორმით არ უნდა დაელაპარაკო - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „მთავარი არხის“ჟურნალისტს, რომელმაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს ჰკითხა, არის თუ არა ის კაგებე-ს აგენტის შვილი. როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, „მთავარ არხს“ საერთოდ არ შეუმჩნევია რუსეთიდან ათიათასობით დოლარით ყოველთვიურად დაფინანსებაში მხილებული ხოშტარია. "თქვენ ამით მიაყენეთ უმძიმესი, უბინძურესი შეურაცხყოფა. ასე ადამიანს არც კითხვის და არანაირი ფორმით არ უნდა დაელაპარაკო. როდესაც ამას ეკითხებით, ეს არის უბინძურესი შეურაცხყოფა. აგენტებზე თუ გაინტერესებთ, საერთოდ არ შეგიმჩნევიათ რუსეთიდან ათიათასობით დოლარის ყოველთვიურად დაფინანსებაში მხილებული ხოშტარია. ვინაიდან თქვენ სინამდვილეში ვითომ დეკლარირებთ პროდასავლურად და საბოლოო ჯამში რუსულ საქმეს აკეთებთ, შედეგებიდან ასე გამომდინარეობს, თქვენ ბრძანდებით ჩემი აზრით, კრემლის სასარგებლო იდიოტები“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)