01:05 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-25 14:45:14, 1724 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინას პოლონეთმა RT-91 Twardy ტანკები გადასცა, ხოლო გერმანიიდან საზენიტო იარაღი Gepard - რეზნიკოვი მიიღო

უკრაინამ გერმანიიდან პირველი Gepard თვითმავალი საზენიტო იარაღი მიიღო, ხოლო პოლონეთმა  PT-91 Twardy საბრძოლო ტანკები გადასცა. 

„დღეს ოფიციალურად შემოვიდა პირველი სამი გეპარდი, ეს არის საზენიტო-სარაკეტო სისტემები, რისთვისაც რამდენიმე ათეული ათასი ვაზნა გადმოგვეცა“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა.

მინისტრის თქმით, მოსალოდნელია Gepard-ის 15 კომპლექსის მიწოდება, რომელთაგან სამი უკრაინაში დღეს უკვე ჩავიდა და უკრაინის შეიარაღებული ძალების განკარგულებაშია.

რაც შეეხება Twardy საბრძოლო ტანკებს, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, საბრძოლო ტექნიკა უკვე უკრაინაშია. 

"PT-91 Twardy პოლონეთიდან უკვე უკრაინაშია. მადლობა ჩვენს მეგობრებს", - წერს OP-ის ხელმძღვანელი.

მიწოდებული ტანკების რაოდენობა არ არის მითითებული.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთმა აპრილში უკრაინას გადასცა 200 T-72 ტანკი. თავად პოლონეთმა უკვე შეუკვეთა K2 ტანკები სამხრეთ კორეას.  ასევე აპრილში პოლონეთმა ხელი მოაწერა კონტრაქტს პოლონეთის არმიისთვის 250 ამერიკული Abrams ტანკის მიწოდებაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics