01:05 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-22 16:40:07, 1146 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი პრეზიდენტზე - ალბათ საჭიროა, ადვოკატი სასწრაფოდ აიყვანოს

 საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ აღიარა, რომ ის სცდება თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს და უარს ამბობს ამა თუ იმ ელჩის დანიშვნაზე, თუ მას მიაჩნია, რომ ესა თუ ის ელჩი არის წარუმატებელი, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, ეს არ არის პრეზიდენტის ფუნქცია და კონსტიტუცია ამას არ არეგულირებს სხვანაირად, ამიტომაც საჭიროა სალომე ზურაბიშვილმა "ადვოკატი სასწრაფოდ აიყვანოს".

„გუშინ პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა საკონსტიტუციო პროცესებზე, კონსტიტუციაზე. შეგვახსენა, რომ თურმე არსებობს საქართველოს კონსტიტუციაში მესამოცდამეთორმეტე მუხლი, ასეთი მუხლი საქართველოს კონსტიტუციას არ აქვს. საქართველოს კონსტიტუციას აქვს 78-ე მუხლი და სახელმწიფო ენაზე ეს სწორად ასე გამოითქმის და არა სხვანაირად. მან ვრცლად ისაუბრა იმაზე, რომ ესა თუ ის დავა, რომელსაც შეიძლება, საქართველოს საკანონმდებლო ორგანო მიიჩნევდეს დასაბუთებულად, მას მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ ასეთი საკონსტიტუციო სარჩელები არის დაუსაბუთებელი. თუმცა, ამავე ინტერვიუში და ალბათ საჭიროა, მან ადვოკატი სასწრაფოდ აიყვანოს, თქვა ის, რაც მას ძალიან შეასუსტებს დავისას. რეალურად, მეორე მხარეს მისცა არგუმენტები. გაამართლა ის, რასაც ჩვენ ყველანი ვფიქრობდით, რასთანაც საქმე გვქონდა. საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ აღიარა, რომ ის სცდება თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს და უარს ამბობს ამა თუ იმ ელჩის დანიშვნაზე, თუ მას მიაჩნია, რომ ესა თუ ის ელჩი არის წარუმატებელი. ეს არ არის მისი ფუნქცია. კონსტიტუცია ამას არ არეგულირებს სხვანაირად“, - განაცხადა წულუკიანმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics