01:58 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-21 17:27:34, 985 ნახვა

პოლიტიკა
დეგნანი - ის განცხადებები, რაც ჩემზე კეთდება, მიმართულია ამერიკელი ხალხისა და ამერიკის პრეზიდენტისკენ

ეს არ არის ის ენა, რომელსაც პარტნიორები ერთმანეთთან საუბარში იყენებენ. მე ვარ დიპლომატი და აქ წარმოვადგენ ამერიკელ ხალხს. - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ის განცხადებები, რაც მასზე კეთდება, მიმართულია არა მისკენ პერსონალურად, არამედ ამერიკელი ხალხისკენ და ამერიკის პრეზიდენტისკენ.

"ეს არ არის ის ენა, რომელსაც პარტნიორები ერთმანეთთან საუბარში იყენებენ. მე ვარ დიპლომატი და აქ წარმოვადგენ ამერიკელ ხალხს. ამიტომ, ის განცხადებები, რაც ჩემზე კეთდება, მომართულია არა ჩემკენ პერსონალურად, არამედ ამერიკელი ხალხისკენ და ამერიკის პრეზიდენტისკენ. მისტერ პრაისმა რაც თქვა, მართალია. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს, რადგან ჩვენ პარტნიორები ვართ და სწორედ ეს უნდა იყოს პრიორიტეტი. როდესაც არის მინიშნებები, ჭორები და კომენტარები, რომლებიც არ არის დაფუძნებული ფაქტებზე, ეს დამაბნეველია ქართველი ხალხისთვის და ეს დიალოგს ხელს არ უწყობს. მე ადრეც ვთქვი, რომ ბუნებრივია პარტნიორებს შორის აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ეს პირად არასაჯარო საუბრებში უნდა განიხილებოდეს. რა თქმა უნდა, თუ ეს საჭიროა, საჯაროდაც უნდა გაკეთდეს განცხადებები, რაც ჩვენც არაერთხელ გაგიკეთებია, როდესაც ვთვლიდით, რომ საქართველომ გადაუხვია ევროპული მისწრაფებების გზას, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს ურთიერთპატივისცემი". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარებთან და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან მიმართებაში, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics