02:00 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-20 15:41:11, 930 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ცალკეული ევროპარლამენტარების განცხადებებს ევროპულ ღირებულებებთან საერთო არაფერი აქვს

ცალკეული ევროპარლამენტარების განცხადებებს ევროპულ ღირებულებებთან საერთო არაფერი აქვს. - ამის შესახებ განაცხადა თბილისის მერმა, კახი კალაძემ.

მისივე თქმით, ეს არის კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერი განცხადებები .

"ევროპარლამენტარების განცხადებებს რაც შეეხება, მას ევროპასთან და ევროპულ ღირებულებებთან საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს.  განცხადებები, რომლებსაც ჩვენ ვისმენდით, ეს არის კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერი განცხადებები და არა საქართველოს მეგობრების მხრიდან გაკეთებული განცხადებები". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები მიზანმიმართულად ცდილობენ საქართველოში ევროპარლამენტარების დისკრედიტაციას, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები, რომელიც ასევე მიმართულია ევროინტეგრაციის დისკრედიტაციისკენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics