|
2022-07-20 14:44:47, 852 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი ხელისუფლებას - მოგვისმენია ევროპარლამენტარებთან ერთგვარი პინგ-პონგი, არის რაღაცეები, რაც არ შეიძლება ითქვას
ჩვენ მოგვისმენია ევროპარლამენტარებთან ერთგვარი პინგ-პონგი. მე ისიც ვთქვი, რომ ზოგჯერ ჯობია პასუხები არ იყოს და ჯობია ჩვენ გადავიყვანოთ ეს დიალოგი ცოტა სხვა ფორმატში. მივმართავ ხელისუფლებას, არის რაღაცეები, რაც არ შეიძლება ითქვას, არის რაღაც ბრალდებები, მაგალითად იმაზე, რომ ევროკავშირი ჩვენგან ელოდება მეორე ფრონტს და ომს, ეს არის მიუღებელი არ შეიძლება ამ პირობებში დავიწყოთ რაიმე ფორმის დიალოგი,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ევროპარლამენტარების დელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისივე თქმით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღება, რასაც მხარს უჭერს საზოგადოების 85%. მხოლოდ ერთად მუშაობით მიიღწევა. "უნდა დაიწყოს პარლამენტში მუშაობა და მე ამისთვის მოვაწერე ხელი იმ განცხადებას, რომ შედგეს საზაფხულო სესია, რადგან ჩვენ, როცა გვაქვს 6 თვე, სრულად გაუგებარია და მგონია, გაუგებარია ევროპარლამენტარი მეგობრებისთვის, რომ ჩვენ არ დავიწყოთ ახლავე მუშაობა. ხაზს გავუსვამ იმას, რომ ერთად მუშაობა ნიშნავს პარლამენტში სესიის ფორმით, კომიტეტებში, სამუშაო ჯგუფებში. ყველგან უნდა ვიმუშაოთ, თუ ჩვენ რეალურად გვინდა ის, რასაც მხარს უჭერს ჩვენი საზოგადოების 85%. მხოლოდ ერთად მუშაობა. მთავარი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლების. საჭიროა ჩვენ გადავიდეთ იმ ერთმანეთთან ჭიდილის ნაცვლად, რომელიც არამხოლოდ შოგნით არის, არამედ ასევე გარეთ და ჩვენ მოგვისმენია ევროპარლამენტარებთან ერთგვარი პინგ-პომგი. მე ისიც ვთქვი, რომ ზოგჯერ ჯობია პასუხები არ იყოს და ჯობია ჩვენ გადავიყვანოთ ეს დიალოგი ცოტა სხვა ფორმატში. მივმართავ ხელისუფლებას, არის რაღაცეები, რაც არ შეიძლება ითქვას, არის რაღაც ბრალდებები, მაგალითად იმაზე, რომ ევროკავშირი ჩვენგან ელოდება მეორე ფრონტს და ომს, ეს არის მიუღებელი არ შეიძლება ამ პირობებში დავიწყოთ რაიმე ფორმის დიალოგი,"- განაცხადა ზურაბიშვილმა
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)