02:56 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-19 15:23:25, 1028 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა გვარამია - „ქართული ოცნება“ არის გოიმობა, მისი დაცინვა არის ტრენდი

"ქართული ოცნება" არის გოიმობა,მისი დაცინვა არის ტრენდი და აქ მთავრდება ყოველთვის, ყველა ხელისუფლება,- ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, მის პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება არის დეგრადაციის ბოლო საფეხურზე, რაც გამოიხატება იმით, რომ არავის ეზიიზღები, არამედ დაგცინიან. 

"ჩვენ რასაც ახლა ვუყურებთ, საქართველოს ხელისუფლება არის დეგრადაციის ბოლო საფეხურზე. დეგრადაციის ბოლო საფეხური არ არის, როდესაც სძულხარ, დეგრადაციის ბოლო საფეხური არ არის როცა ეზიზღებით, დეგრადაციის ბოლო საფეხური არის, როცა დაგცინიან. როცა მოდური ხდება შენი ქილიკი და შენი დაცინვა. მაგიური ქართული სიტყვაა გოიმობა, აი, "ქართული ოცნება" გახდა გოიმობა. მე საერთოდ არ მომწონს, რომ ეგრეა, მაგრამ "ქართული ოცნება" არის გოიმობა. მისი დაცინვა არის ტრენდი და აქ მთავრდება ყოველთვის, ყველა ხელისუფლება. "ქართული ოცნება" გოიმობა და დასაცინი არის საერთაშორისო აქტორების მეირაც. ასეთი არც ერთ ხელისუფლებას არ მოსვლია ჯერ ნამდვილად. საერთაშორისო აქტორები ყოფილან გაბრაზებული ყველაზე - სააკაშვილზე, შევარდნაძეზე, მაგრამ დასაცინი არასდროს გამხდარან",- განაცხადა გვარამიამ. 
 
ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის განხილვა მიმდინაორებს.

საქმეს მოსამართლეა კოლეგია განიხილავს  მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით. 

სხდომას, სადაც სააპელაციო სასამართლო მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ გამოტანილ განაჩენს გადახედავს, თავად ნიკა გვარამიაც ესწრება.

შეგახსენებთ, რომ 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას სამი წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics