|
2022-07-17 15:53:32, 1124 ნახვა
მსოფლიო
საბერძნეთში, საბრძოლო მასალით დატვირთული უკრაინული თვითმფრინავი ჩამოვარდა - დაღუპულია 8 ადამიანი
ჩრდილოეთ საბერძნეთის ქალაქ კავალასთან, უკრაინული თვითმფრინავი An-12 ჩამოვარდა, რომელსაც საბრძოლო მასალა გადაჰქონდა და კომერციულ რეისს ახორციელებდა სერბეთიდან იორდანიაში. შემთხვევა ადგილობრივი დროით 23:00 საათამდე მოხდა. საბერძნეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა მიიღო შეტყობინება თვითმფრინავის ერთ-ერთ ძრავთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ, რომელმაც მოითხოვა ნებართვა ავარიული დაშვებისთვის. თვითმფრინავში 8 ადამიანი იმყოფებოდა, რომელსაც 12 ტონა „საშიში ტვირთი“ გადაჰქონდა და ადგილზე დაიღუპნენ. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ მეზობელ დასახლებებში შუქი გაქრა. An-12 შესთავაზეს დაშვება სალონიკის ან კავალას აეროპორტში. თვითმფრინავმა აირჩია ეს უკანასკნელი ვარიანტი და დაიწყო დაშვება, რის შემდეგაც მასთან კომუნიკაცია დაიკარგა. ის კავალას აეროპორტიდან დასავლეთით 40 კილომეტრში დაეცა. ბოლო ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების სამსახურები ავარიის ადგილის შესასწავლად დრონით სწავლობენ, რათა პიროტექნიკოსებსა და მაშველებს ინფორმაცია მიაწოდონ. სამართალდამცავები იმედოვნებენ, რომ „შავი ყუთიდან“ მიღებული ინფორმაცია ავარიის გარემოებებს დაადგენს. An-12-ის ჩამოვარდნის ადგილიდან 500 მეტრში მდებარე ტერიტორია შემოღობილია. ორი უახლოესი დასახლების მაცხოვრებლებს ურჩევენ არ გააღონ ფანჯრები, არ გავიდნენ სახლიდან და ატარონ ნიღბები, რადგან თვითმფრინავი შესაძლოა შეიცავდეს ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)