|
2022-07-07 16:48:00, 1101 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ივანიშვილმა მხოლოდ 200 მილიონი დაიტოვა ოჯახისთვის, მისი დასანქცირებით საქველმოქმედო პროექტები რისკის ქვეშ დგება
ვიღაც არახამიას სურს რომ დაუწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილს, რაც ნიშნავს, რომ ქართველი ხალხისთვის განსახორციელებელი პროექტები შესაძლოა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ,- ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის დავით არახამიას მიერ გაკეთებულ განცხადებას ბიძინა ივანოშვილის შესაძლო დასანქცირების შესახებ. მისივე თქმით ივანიშვილს 3 მილიონი დოლარი აქვს დახარჯული ქველმოქმედებაზე და აგრძელებს სხვადასხვა პროექტის განხორციელებას. "ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საკუთარი ოჯახისთვის იტოვებდა მხოლოდ 200 მლნ დოლარს და დანარჩენს მოახმარდა ქველმოქმედებას, ასეთ დროს როდესაც ვიღაც არახამიას, რომელმაც საკუთარ თავს უნდა მიხედოს და საკუთარ პრობლემებს, რომელიც შეუქმნა საკუთარ ხალხს,სურს რომ დაუწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილს, . ივანიშვილს 3 მილიონი დოლარი აქვს დახარჯული ქველმოქმედებაზე უამრავი პროექტია მომავალშიც დაგეგმილი, მათ შორის ისევ და ისევ ტაძრების მოვლა-პატრონობა-აღდგენა, იგივე თეატრების აღდგენა, თბილისის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია და ა.შ. ეს პროექტები დგება კითხვის ნიშნის ქვეშ ვიღაც არახამიას გამო, რომელმაც თავის ქვეყანას შეუქმნა ჯერ სერიოზული პრობლემები და უნდა, იგივე პრობლემები ან მსგავსი შექმნას ახლა საქართველოშიც. ესეთი სანქციები ნიშნავს, რომ ქართველი ხალხისთვის განსახორციელებელი პროექტები დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს უნდათ ამ ადამიანებს. უნდათ უარესი და ამ უარესს მე არ ვიტყვი,"- აცხადებს კობახიზე.
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
ბელგოროდის უნივერსიტეტში თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა: იქ დრონებს აწყობდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)