|
2022-07-07 15:01:08, 1891 ნახვა
მსოფლიო
პოდოლიაკი - რუსეთის წარმომადგენლებისთვის G20-ის სამიტი სირცხვილის დერეფნად უნდა იქცეს
რუსეთის წარმომადგენლებისთვის G20 ინდონეზიის სამიტი სირცხვილის დერეფნად უნდა იქცეს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. პოდოლიაკის თქმით, უკრაინა G20-ის შეხვედრისგან ელის ლიდერობას, გადაწყვეტილებებს და კრემლის სრული ეკონომიკური და პოლიტიკური იზოლაციას. „რას ელის უკრაინა G20-ის შეხვედრისგან? ლიდერობას, გადაწყვეტილებებს და კრემლის სრული ეკონომიკური და პოლიტიკური იზოლაციას. რუსეთის წარმომადგენლებისთვის G20 ინდონეზიის სამიტი სირცხვილის დერეფნად უნდა იქცეს. ყველა ცივილიზებულმა ქვეყანამ უნდა უთხრას რუსეთს, რომ ის ტერორისტული ქვეყანაა“,- წერს პოდოლიაკი. შეგახსენებთ, აპრილის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვიეს. თუმცა, ამის შემდეგ კრემლში სხვადასხვა ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გაკეთდა. თავდაპირველად რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ კრემლის მეთაური ასევე აპირებს მონაწილეობა მიიღოს G20-ის სამიტში. ამის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, დაესწრება თუ არა სამიტს რუსი დიქტატორი და თქვა, რომ ეს საკითხი "შესაფერის დროს" გადაწყდება. ამავდროულად, ინდონეზიის სამიტზე მიწვეული იყო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, მაგრამ მისი თქმით, მისი მონაწილეობა დამოკიდებულია იმაზე , დასრულდება თუ არა ომი ნოემბრისთვის და იქნება თუ არა რუსეთი წარმოდგენილი G20-ში. ამასთან, გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრემლის ხელმძღვანელი ვლადიმერ პუტინი „პირობითად” დათანხმდა მონაწილეობა მიიღოს G20-ის სამიტში, სადაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიცაა მიწვეული.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)