11:30 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-04 13:02:49, 1031 ნახვა

პოლიტიკა
დიტო სამხარაძე - ჩემი გინების ადრესატს გაცილებით მეტი ეკუთვნის

ჩემი გინების ადრესატს გაცილებით მეტი ეკუთვნის,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" წევრი, დიტო სამხარაძე გავრცელებულ კადრებს, რომელშიც ის აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფას აყენებს.

სამხარაძე ბოდიშს უხდის, საზოგადოებას, რომელსაც მისი „გინების მოსმენა“ მოუწია.

"პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩემი გინების ადრესატს გაცილებით მეტი ეკუთვნის და ყოველთვის ეს განწყობა მექნება მკვლელების რეჟიმის ლიდერის თუ ლიდერების მიმართ, რომელსაც ჩემი ქვეყნის წალეკვა აქვთ გადაწყვეტილი, თუმცა მართლა უკაცრავად საზოგადოებასთან, რომელსაც ჩემი გინების მოსმენა მოუწია", - წერს დიტო სამხარაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დიტო სამხარაძემ "ქართული ოცნების' ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics