|
2022-07-01 00:39:47, 2033 ნახვა
პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი: არავითარი ჯგუფური შეტევა არ ყოფილა, ეს იყო პროპორციული პასუხი უმძიმეს პროვოკაციაზე
არავითარი ჯგუფური შეტევა იქ არ ყოფილა, ეს იყო პროპორციული პასუხი უმძიმეს პროვოკაციაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „იმედი LIVE“-ში აშშ-ის საელჩოში ვატო წერეთელთან მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა. „არავითარი ჯგუფური და არავითარი შეტევა იქ არ ყოფილა. მე მასთან მივედი იმისთვის, რომ მეკითხა როგორ გაბედა ასეთი უბინძურესი პროვოკაცია. არავითარი სხვა დამოკიდებულება იქ არ ყოფილა. მან შემდეგ განაგრძო ასევე ბინძური პროვოცირება, რაზეც პროპორციული პასუხი მიიღო. მე არ მიკადრია ის, რაც მან იკადრა“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა. TV პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთელის თქმით, მმართველი გუნდის რამდენიმე დეპუტატი აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე თავს დაესხა. მან ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ზარქუა, ბექა ოდიშარია და ლევან მგალობლიშვილი დაასახელა.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)