15:25 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-29 22:21:10, 1586 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთი და რუსები შეპყრობილნი არიან უპატივცემულობის სენით, დაპყრობის სენით, საზარელი დანაშაულების ჩადენის სენით

ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობაზე ჭორები არ მაინტერესებს, რადგან ბევრად უფრო შემაშფოთებელია ის სენი, რომლითაც მთლიანად რუსეთი და რუსები არიან შეპყრობილი. - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისივე თქმით, მათ გადაჭარბებული ამბიციები აქვთ.

"მათ გადაჭარბებული ამბიციები აქვთ, არ სცემენ პატივს საერთაშორისო სამართალს და არაფრად უღირთ ადამიანის სიცოცხლე.

გულწრფელად გეუბნებით, არ ვიცი რა ხდება ვლადიმერ პუტინის თავს. მიმაჩნია, რომ რუსებს, მართლაც უდიდესი სენი სჭირთ და მეჩვენება, რომ ეს ავადმყოფობა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ის, რომელზეც თქვენ ლაპარაკობთ. ეს არის კონკრეტულად ჩვენი ხალხისადმი უპატივცემულობის სენი, დაპყრობის სენი, საზარელი დანაშაულების ჩადენის სენი". - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე – ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
კობახიძე: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ტრაგიკული მოვლენაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics