|
2022-06-27 11:26:03, 1703 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინისთვის ბრძოლაში ქალაქ ლისიჩანსკს უტევს
რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა განაცხადეს, რომ ისინი უტევენ ქალაქ ლისიჩანსკს, ბოლო დიდ ქალაქს, რომელიც ჯერ კიდევ უკრაინის ჯარების ხელშია აღმოსავლეთ ლუგანსკის პროვინციაში, იტყობინება Reuters. საინფორმაციო სააგენტო Tass-მა კვირას სეპარატისტული ოფიციალური პირის ციტირებით განაცხადა, რომ მოსკოვის ძალები ლისიჩანსკში ხუთი მხრიდან შევიდნენ და უკრაინელ დამცველებს იზოლაციაში ატარებდნენ. Reuters-მა ინფორმაცია ვერ დაადასტურა. "რუსული ძალები იყენებენ არტილერიას ლისიჩანსკის სამხრეთიდან გათიშვის მიზნით, მაგრამ არ ახსენებდნენ სეპარატისტებს ქალაქში შესვლის შესახებ,"- აცხადებენ უკრაინის გენშტაბში. ელენა, მოხუცი ქალი ლისიშანსკიდან, იყო იმ ათეულობით ევაკუირებულთა შორის, რომლებიც უკრაინის მიერ კონტროლირებად ქალაქ პოკროვსკში ავტობუსით ჩავიდა ფრონტის ხაზიდან. ”ლისიჩანსკი, ეს იყო საშინელება, მეტის ატანა არ შეგვეძლო“, - თქვა მან. "მე უკვე ვუთხარი ჩემს ქმარს, თუ მოვკვდები, გთხოვთ, სახლის უკან დამმარხეთ". შეგახსენებთ, რომ ლისიჩანსკის მეზობელი ქალაქი სევეროდონეცკიდან უკრაინამ ჯარები 25 ივნისს გაიყვანა.
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)