08:08 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-26 14:12:28, 1400 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენი შოლცს - მადლობას გიხდით უკრაინის კრიზისის წარმატებული მართვისთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დადებითად შეაფასა  გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მისი ლიდერობისთვის, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზე და მოუწოდა დასავლეთს დარჩეს ერთიანი, ამის შესახებ სააგენტო AFP იუწყება.

აშშ-ის ლიდერმა, აღნიშნა რომ ვაშინგტონი „ძალიან დიდ ინვესტიციას ახორციელებს“ გერმანიასთან ურთიერთობაში.

„ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმედოვნებდა, რომ ნატო და G7 როგორმე დაიშლებოდნენ,მაგრამ ჩვენ ამას ვაპირებთ“, - განუცხადა ბაიდენმა შოლცს გერმანიაში G7 სამიტის წინ გამართულ შეხვედრაზე.

ბაიდენი  თავის გერმანელ კოლეგას  G7- ის სამდღიან სამიტზე შეხვდა, სადაც დომინირებს უკრაინის კრიზისის საკითხი. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა  შოლცის, როგორც G7-ის ამჟამინდელი თავმჯდომარის მუშაობას, ევროპაში არსებული კრიზისის ფონზე,  რომელიც გამოწვეულია რუსეთის ომისა და შემდგომი გლობალური ეკონომიკური შედეგებით.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics