12:00 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-22 10:31:32, 1629 ნახვა

ომი უკრაინაში
ევროპის საინვესრიციო ბანკის ხელმძღვანელი - უკრაინის აღსადგენად, შესაძლოა, 1 ტრილიონი ევრო იყოს საჭირო

უკრაინას შესაძლოა 1 ტრილიონ ევრომდე უცხოური დახმარება დასჭირდეს რუსეთის შემოჭრის შედეგად მიყენებული ზარალის გამოსასწორებლად,- განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის ხელმძღვანელმა, ვერნერ ჰოიერმა.

მისივე თწმით, ევროპას მოუწევს მნიშვნელოვანი როლის შესრულება ამ ძალისხმევაში.

„ საჯარო სივრცეში ვნახე რიცხვები, რომლებიც სრულიად არარეალურად მიმაჩნია, როცა ნგრევის მასშტაბებს ვუყურებ, უკრაინას შესაძლოა 1 ტრილიონ ევრომდე უცხოური დახმარება დასჭირდეს რუსეთის შემოჭრის შედეგად მიყენებული ზარალის გამოსასწორებლად “,- განაცხადა ჰოიერმა.

ევროკავშირის ლიდერები ხუთშაბათს და პარასკევს ბრიუსელში იკრიბებიან, რათა  უკრაინის აღდგენის გეგმები და მისი ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობა განიხილონ.შეგახსენებთ, რომ  ევროკომისიამ შექმნა დახმარების პაკეტი უკრაინის ფინანსური საჭიროებების ნაწილობრივ დასაფარად, რაც თვეში დაახლოებით 5 მილიარდ ევროს შეადგენს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
თბილისში დააკავეს 1 პირი, რომელმაც არასრულწლოვანი დანით დაჭრა და მიიმალა
CNN: ისრაელი ლიბანს უახლოეს დღეებში ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს დაუბრუნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics