|
2022-06-12 10:39:31, 2299 ნახვა
სამხედრო
სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებმა გაცვლითი პროგრამა (JCET) დაასრულეს
თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებმა გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნების (JCET) ფარგლებში დასკვნითი სწავლება ვაშლიჯვარში, სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე ჩაატარეს, სადაც ქართველ სამხედროებთან ერთად მონაწილეობას პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებიც იღებდნენ. ორკვირიანი სწავლება სხვადასხვა სასწავლო კომპონენტებს მოიცავადა, მათ შორის იყო ტაქტიკური მომზადება, ახლო მანძილზე სროლის კურსი, ბარიერებიდან სროლა და ბრძოლები დასახლებულ პუნქტში. სპეციალური ოპერაციების ძალებში გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნები (JCET) სისტემატიურად ტარდება და მასში ქართველ სამხედროებთან ერთად მონაწილეობას ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებიც იღებენ. სწავლების მიზანს გამოცდილების გაზიარება და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება წარმოადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)