17:08 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-07 13:06:48, 1277 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - აჭარაში ტურიზმის აღდგენის მზარდი დინამიკა გვაქვს, როგორც ვიზიტორთა, ისე ფრენებისა და შემოსავლების მხრივ

,მთავარი პოლიტიკა და სტრატეგიაა მდგრადი ტურიზმის განვითარება და აჭარის რეგიონის ოთხივე სეზონზე მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბება. ამ მიზნის მისაღწევად აქტიურად მიმდინარეობს ერთის მხვრივ, ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაცია და რეგიონში სერვისების ამაღლების ღონისძიებები, და მეორეს მხვრივ იგეგმება და ეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა ყველა მუნიციპალიტეტში" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ  მთავრობის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.

აჭარის მთავრობის მეთაურმა ტურიზმის განვითარების პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აჭარაში ტურიზმის აღდგენის მზარდი და დადებითი დინამიკაა და 2022 წლის I კვარტლის  მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები უკვე აღდგენილია 51 % - ით  2019 წელთან შედარებით.

აქტიურად ხდება ფრენების აღდგენა და ახალი მიმართულებების დამატება.  აჭარაში პირველი კვარტლის მონაცემით, აეროპორტში ფიქსირდება +30% მატება 2019 წელთან შედარებით. 2022 წლის ივნისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 300-მდე  საერთაშორისო რეისი განხორციელდება, 20-ზე მეტი ავიაკომპანიის მიერ,  12 ქვეყნიდან.  წელს რეგიონში შემოვიდა 5 ახალი ავიაკომპანია : Airbaltic, Flydeal, Jordan Aviation, Aseman და Uzbekistan Airways.

წელს პირველად რიგადან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები შესრულდა.

ივნისიდან იწყება პირდაპირი რეისები ბათუმი-დუბაისა და საუდის-არაბეთის მიმართულებით,  განახლდება ფრენები ბაქოს მიმართულებით, დაემატა რეისები ისრაელიდან, შესრულდება რეისები ტაშკენტიდანაც. 

აჭარის პოპულარიზაცია 16-ზე მეტ სამიზნე ქვეყანაში ხორციელდება. რეგიონს დაემატა 100- ზე მეტი ახალი განთავსების თუ კვების ობიექტი. 

აჭარაში საზღვაო ტურისტული სეზონი 15 ივნისს გაიხსნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics