|
2022-06-06 16:07:06, 1200 ნახვა
მსოფლიო
ლატვიამ რუსული ტელეარხების ტრანსლირება აკრძალა
ლატვიაში რუსული ტელეარხების ტრანსლირება იკრძალება,- ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ (NEPLP) აკრძალა ლატვიაში დარჩენილი 80 რუსული ტელეარხის მაუწყებლობა, რომლებიც ჯერ კიდევ ხელმისაწვდომი იყო ლატვიელი მაყურებლისთვის. NEPLP-ის თავმჯდომარის ივარ აბოლინიშის თქმით, გადაწყვეტილება ახალი საკანონმდებლო ნორმის საფუძველზე იქნა მიღებული. „გადაწყვეტილება ითვალისწინებს, რომ ქვეყანაში რეგისტრირებული პროგრამები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან სხვა ქვეყნის დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას, არ შეიძლება მოქმედებდეს ლატვიაში. გადაწყვეტილება ძალაში 9 ივნისს შედის და იმოქმედებს მანამ, სანამ რუსეთი არ დაასრულებს ომს და არ დათმობს ყირიმს. აკრძალვა მოიცავს ისეთ არხებს, როგორიცაა „E TV“, „Illusion +“, „Kino24“, „Mir TV“, „Hunting and Fishing“, „Pepper“, „Russian Illusion“ და სხვა. შეგახსენებთ, რომ რუსული არხების, მათ შორის გასართობი არხების დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილება NEPLP-მა მარტის დასაწყისში მიიღო. გლობალ მედიამ, რომელიც ამ ტელეარხებს ლატვიაში ავრცელებს, გადაწყვეტილების შეჩერების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა. 29 აპრილს ადმინისტრაციულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით დაებრუნებინა რუსული ტელეარხები „THT-Komedi“, „TNT4 International“, „Pyatnitsa“, „KHL TV Channel“ და „TNT Music“ ლატვიის ეთერში. აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ იმით ახსნა, რომ NEPLP-ს არ შეეძლო დაემტკიცებინა, როგორ ემუქრება გასართობი არხები ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოებას. NEPLP-მა ეს გადაწყვეტილება ზემდგომ სასამართლოში გაასაჩივრა. 26 მაისს საეიმამ საბოლოო მოსმენით მიიღო ცვლილებები კანონში ელექტრონული მედიის შესახებ, რომელიც ანიჭებს ელექტრონული მედიის ეროვნულ საბჭოს (NEPLP) უფლებას შეზღუდოს უცხოური პროგრამები, თუ ისინი მზადდება ქვეყნებში, რომლებიც საფრთხეს უქმნის სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)