|
2022-06-04 12:49:19, 1289 ნახვა
მსოფლიო
აეროფლოტმა გააუქმა ფრენები შრი-ლანკაში თვითმფრინავის დაკავების გამო
"აეროფლოტმა" შეწყვიტა ბილეთების გაყიდვა და შეაჩერა კომერციული ფრენები შრი-ლანკის დედაქალაქ კოლომბოში. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა "სიტუაციის არასანდოობის გამო ავიაკომპანიის თვითმფრინავების შრი-ლანკაში შეუფერხებელი ფრენების უზრუნველყოფის თვალსაზრისით", - ნათქვამია აეროფლოტის განცხადებაში. 2 ივნისს კოლომბოს აეროპორტში დააკავეს Airbus A330 თვითმფრინავი, რომელიც ახორციელებდა აეროფლოტის რეისს მოსკოვიდან. ადგილობრივმა სასამართლომ, ირლანდიური სალიზინგო კომპანიის Celestial Aviation Trading Limited-ის მოთხოვნით, 16 ივნისამდე აუკრძალა თვითმფრინავს შრი-ლანკის დატოვება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააპროტესტა შრი-ლანკის ელჩთან "აეროფლოტის" თვითმფრინავის დაკავება და მოითხოვა "პრობლემის მოკლე დროში მოგვარება". თავად კომპანიაში აცხადებენ, რომ მომავალ ფრენებს მოსკოვიდან მგზავრების დატვირთვის გარეშე განახორციელებენ, რათა მოქალაქეები შეფერხებული და შემდგომი რეისებიდან გამოიყვანონ. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სალიზინგო კომპანიებს, სანქციების ფარგლებში, დაევალათ შეწყვიტონ კონტრაქტები რუსულ ავიაკომპანიებთან და დაბრუნებული თვითმფრინავები. რუსეთმა უარი თქვა ამ მოთხოვნების შესრულებაზე. იმ ქვეყნებში, რომლებმაც მხარი დაუჭირეს სანქციებს, იჯარით მყოფი რუსული ავიახაზების თვითმფრინავებს დაპატიმრებით ემუქრებიან. აეროფლოტი აშშ-ს სანქციების ქვეშ იმყოფება, კომპანიას ასევე ეკრძალება ფრენა ევროკავშირის ფარგლებში. შრი-ლანკა რუს დამსვენებელში ერთ-ერთი პოპულარული დასვენების ადგილია.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)