02:08 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-29 15:31:03, 1185 ნახვა

მსოფლიო
ტეხასის უვალდის მაცხოვრებლები გლოვობენ ქალაქში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლ ბავშვებს

იუვალდის მოსახლეობა ცენტრალურ პარკში შეიკრიბა, სადაც იმპროვიზირებული მემორიალი გამოჩნდა. რამდენიმე დღის წინ ამ ქალაქში, 18 წლის მოზარდის მიერ სკოლაში გახსნილი სროლის შედეგად 19 ბავშვი და ორი ზრდასრული დაიღუპა.

"ჩვენ აქ გატეხილი გულით მოვედით, რადგან ეს ბავშვები ასე ადრე წაიყვანეს ცხოვრებიდან. ეს არის რთული, საშინელი მომენტი უვალდისთვის და მთელი მსოფლიოსთვის", - ამბობს ჯონი.

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დელავერის უნივერსიტეტში გამოსვლისას მიმართა კურსდამთავრებულებს და მთელ ერს:

"ბოროტება მოვიდა იმ დაწყებითი სკოლის კლასში ტეხასის შტატში, სუპერმარკეტში ნიუ-იორკის შტატში და ძალიან ბევრ სხვა ადგილას, სადაც უდანაშაულო ადამიანები გახდნენ დესტრუქციული ძალების მსხვერპლი. ჩვენ უნდა ვიყოთ მტკიცენი. ჩვენ უნდა გავძლიერდეთ. ჩვენ ამას ვერ დავივიწყებთ. ტრაგედია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ამერიკა უფრო უსაფრთხო გავხადოთ“.

რუთ უიტფილდის გამოსამშვიდობებელ ცერემონიას აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი დაესწრო. 86 წლის ქალი აფრო-ამერიკული უბნის ბაფალოს სუპერმარკეტზე თავდასხმის ყველაზე უფროსი მსხვერპლი იყო. ჰარისმა აუდიტორიას მოუწოდა, ბოლო მოეღო სიძულვილსა და ძალადობას.

კამალა ჰარისი, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი: "ეს არის მომენტი, რომელიც მოითხოვს ყველა კარგ ადამიანს, ყველა ღვთისმოყვარე ადამიანს, ადგეს და თქვას: "ჩვენ ამას ვერ გავუძლებთ".

ბუფალოში სროლის შედეგად, რომელიც თეთრკანიანმა ამერიკელმა გახსნა, 10 ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics