09:19 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-25 12:48:34, 1020 ნახვა

ეკონომიკა
ბრენდები Nike და Marks & Spencer რუსეთს საბოლოოდ ტოვებენ

ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ამერიკული მწარმოებელი Nike რუსეთის ბაზარს ტოვებს, წერს „ვედომოსტი“. დღეს ცნობილი გახდა, რომ ტანსაცმლის ბრიტანული მწარმოებელი Marks & Spencer სრულიად გადის რუსეთიდან.
გაზეთის ცნობით, Nike-ს არ განუახლებია ფრენჩაიზის ხელშეკრულება Inventive Retail Group-თან, რომელიც ფლობს ქვეყნის უდიდეს ერთ-ბრენდული საცალო მაღაზიების ქსელს.

ცნობილია, რომ კომპანია უახლოეს მომავალში ვერ შეძლებს რუსეთის ფედერაციაში მიწოდების ორგანიზებას და რადგან მარაგები ამოიწურება, IRG იძულებული იქნება დახუროს ყველა მაღაზია ამ ბრენდის ქვეშ.

IRG-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორმა ლუდმილა სემუშინამ ვედომოსტისთვის დაადასტურა, რომ Nike-ის პროდუქტების მიწოდება შეჩერებულია და თავად საქონელი დეფიციტურია.

ამასთან დღეს ცნობილი გახდა, რომ ტანსაცმლის ბრიტანული მწარმოებელი Marks & Spencer საბოლოოდ ტოვებს რუსულ ბაზარს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ნათქვამია კომპანიის მიერ ოთხშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთში საქონლის მიწოდება ჯერ კიდევ მარტში შეწყდა, თუმცა იურიდიული თავისებურებების გამო რუსეთის ბაზრიდან სრულად გასვლა ვერ მოხერხდა, ამიტომ რუსეთის ფედერაციაში 50-მდე Marks & Spencer-ის მაღაზია განაგრძო ფუნქციონირება. ახალ პრესრელიზში ნათქვამია, რომ კომპანია საბოლოოდ დატოვებს რუსეთს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics