|
2022-05-24 13:02:23, 2252 ნახვა
კომენტარი
სიმონიანი ბირთვულ ომზე - თუ რუსეთი დამარცხდება ყველაფერი ცუდად დასრულდება, დასაკარგი აღარაფერია
უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის ფედერაციის დაკარგვა „შეუძლებელია", თორემ მთელი კაცობრიობისთვის ყველაფერი „ძალიან ცუდად“ დასრულდება,- ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მედია Russia Today-ს მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა ერთ-ერთი გადაცემის ეთერში განაცხადა. სიმონიანმა კიდევ ერთხელ მიუთითა ბირთვულ ომზე, უკრაინაში წაგების შემთხვევაში. მისი თქმით, დაპირისპირება რუსეთის ფედერაციასა და დასავლეთს შორის ყოველთვის გაგრძელდება „უნდა შეეგუონ ამ ახალ ცხოვრებას“. „მათ ყველას სჯერა, რომ ჩვენ აუცილებლად წავაგებთ და დასავლეთი აუცილებლად გაიმარჯვებს, ვერ ხვდებაიან რომ ეს შეუძლებელია. უბრალოდ შეუძლებელია, ასე არ იქნება. ეს ცუდად დასრულდება მთელი კაცობრიობისთვის, ან ჩვენ გავიმარჯვებთ. დასაკარგი აღარაფერია“- განაცხადა სიმონიანმა. შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ყოფილმა მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ რომანენკომ აღნიშნა, რომრუსეთის დიქტატორი მზად არის უკრაინაში ბირთვული და ქიმიური იარაღი გამოიყენოს. მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ირიბად მიანიშნა, რომ რუსეთს მომავალში უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენება შეუძლია. ხოლო რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი დასავლეთის ქვეყნებს ბირთვული ომით დაემუქრა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)