|
2022-05-23 15:27:32, 1614 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - მსოფლიო არ უნდა დაელოდოს საბედისწერო გასროლებს და რუსეთის მიერ სპეციალური იარაღის გამოყენებას
მსოფლიო არ უნდა დაელოდოს საბედისწერო გასროლას, რადგან მნიშვნელოვანია წესრიგისა და თავისუფლების დაუყოვნებლივ დაცვა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკის დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ პრევენციული სანქციები უფრო ადრე რომ დაწესებულიყო, ახლა უკრაინას მშვიდობა გარანტირებული ექნებოდა. „ნუ ელოდებით სასიკვდილო გასროლებს. ნუ ელით რუსეთის მიერ სპეციალური იარაღის გამოყენებას: ქიმიური, ბიოლოგიური და ღმერთმა არ ქნას, ბირთვული. ნუ შეუქმნით აგრესორს შთაბეჭდილებას, რომ მსოფლიო არ გაუწევს საკმარის წინააღმდეგობას. დაუყოვნებლივ დაიცავით თავისუფლება და წესრიგი ქვეყანაში. აი, რა უნდა იყოს მაქსიმალური სანქციები“, - განაცხადა ზელენსკიმ. პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, თუ მსოფლიო შარშან მოუსმენდა ქვეყანას, რადგან პრევენციულ სანქციებს ომის თავიდან აცილება შეეძლო. „მოგვიწევს თუ არა ამის გაკეთება, თუ გასულ წელს მთელი რიგი პრევენციული სანქციები იქნებოდა გამოყენებული რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რომელსაც შეეძლო ნებისმიერი აგრესორის „ჩამოგდება“? დარწმუნებული ვარ, რომ პასუხი არის არა. პასუხი არ არის", - დასძინა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ მანამდე ზელენსკიმ და იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ უკვე განიხილეს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტის დაჩქარებისა და უკრაინის პორტების განბლოკვის აუცილებლობა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)