20:55 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-21 10:07:48, 1590 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - აზოვსტალიდან გაყვანილია ყველა მშვიდობიანი მოქალაქე, დაჭრილები, ექიმები

აზოვსტალიდან გაყვანილია ყველა მშვიდობიანი მოქალაქე, დაჭრილები, ექიმები. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

მისივე თქმით,უკრაინა აგრძელებს ბრძოლას გამარჯვებამდე.

" დღეისათვის, ყველა მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც აზოვსტალის ქარხანაში იყო ბლოკირებული, გაყვანილია. ქარხანასთან ახლოს და მარიუპოლში მყოფი სხვა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია კი დიდი ხნის წინ დაიწყო. უკვე გამოყვანილი არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, ექიმები, მძიმედ დაჭრილები, დაჭრილები... ახლა, როცა ვსაუბრობთ, ვიცი რაც ხდება. ვფიქრობ, ყველას გამოყვანა უახლოეს პერიოდში დასრულდება" . - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics