|
2022-05-20 15:10:04, 1691 ნახვა
ომი უკრაინაში
აზოვის პოლკის მეთაური - აზოვსტალში დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები რჩება, მათი პატივით დაკრძალვა დაუყოვნებლივ არის საჭირო
აზოვის პოლკის მეთაური, ლეიტენანტი დენის პროკოპენკო ახალ მიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ აზოვსტალის ქარხანაში დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები რჩება და მათი პატივით დაკრძალვა დაუყოვბებლივ არის საჭირო. მეთაური ამბობს, რომ აზოვსტალში დარჩენილ სამხედროებს თავიანთი სიცოცხლის გადარჩენის ბრძანება აქვთ მიღებული. " ჩვენი პრიორიტეტები იყო მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია, მძიმედ დაჭრილთათვის დახმარების გაწევა. ეს ელემენტები დასრულებულია, რჩება ქარხანაში დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრების პატივით დაკრძალვა,"- აცხადებს პროკოპენკო. შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, მარიუპოლში სავარაუდოდ აზოვსტალის 1700-მდე დამცველი რუსულ ჯარებს ჩაბარდა. ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ რუსეთი დათანხმდა აზოვსტალის დამცველების ევაკუაციას, რათა რაც შეიძლება მალე გამოეცხადებინა სრული კონტროლი მარიუპოლზე.უკრაინულმა მხარემ დაადასტურა აზოვსტალიდან 260 მებრძოლის გასვლა, რომლებსაც სამედიცინო დახმარება სჭირდებოდათ. თუმცა პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ არსებობს, კიევი ამას იმით ხსნის, რომ მტერთან მოლაპარაკების პროცესი გრძელდება და მონაცემების გამჟღავნება მარიუპოლის დამცველებს შესაძლოა სიცოცხლის ფასად დაუჯდეთ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)