|
2022-05-19 11:53:32, 995 ნახვა
მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ბრიჯიტ ბრინკი უკრაინაში ელჩის თანამდებობაზე დაამტკიცა
ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ბრიჯიტ ბრინკი უკრაინაში აშშ-ს ელჩის თანამდებობაზე დაამტკიცა. ბრინკი, ამჟამად აშშ-ს ელჩად მსახურობს სლოვაკეთში. ამერიკის სენატმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში უმაღლესი დიპლომატის ყოლის აუცილებლობას მაშინ, როდესაც ის რუსეთის თავდასხმის ქვეშ იმყოფება. „ამ კრიტიკულ მომენტში იქ ელჩის ყოლა, როცა შეერთებული შტატები აგრძელებს უკრაინელი ხალხის დახმარება ხელს შეუწყობს მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავისუფლების საქმის წინსვლას დარწმუნებული ვარ, რომ ის გამორჩეული ელჩი იქნება,“ - განაცხადა სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა. შეგახსენებთ, რომ სენატის მიერ დადასტურებული ბოლო ელჩი უკრაინაში, მარი იოვანოვიჩი, დონალდ ტრამპმა 2019 წელს გადააყენა. აშშ-მ ოფიციალურად გახსნა თავისი საელჩო უკრაინის დედაქალაქში. ის თებერვალში რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ დაიხურა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)