|
2022-05-14 12:51:28, 1589 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანმა ნატო-ს ქვეყნების წარმომადგენლები ალიანსში შვედეთისა და ფინეთის შესვლის პოზიციით გააოცა
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ალიანსში შვედეთისა და ფინეთის შესვლის თაობაზე პოზიციით გააოცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ნორვეგიულ გამოცემა VG ავრცელებს. ნატოს წყაროების ცნობით, ერდოღანის სიტყვები თავდაცვის ალიანსში მოულოდნელი იყო, რადგან შვედეთისა და ფინეთის შესვლის თემა რამდენიმე თვის განმავლობაში განიხილებოდა. „ეს იყო ძალიან მოულოდნელი”, - თქვა VG-ის წყარომ ნატოს შტაბ-ბინაში. გამოცემა აღნიშნავს, რომ გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ ფინეთსა და შვედეთს ხელგაშლილი შეხვდებოდა. ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოიქცევა თურქეთი მას შემდეგ, რაც შვედეთი და ფინეთი განაცხადებს წარადგენენ. იმის გამო, რომ ახალი წევრების მიღების ოფიციალური პროცესი შეიძლება შემცირდეს მხოლოდ ორ კვირამდე. მაგრამ საბოლოო დოკუმენტი უნდა დამტკიცდეს 30-ვე ქვეყნის მთავრობის ხელმოწერით. გარდა ამისა, ახლა ბევრს აინტერესებს, რეალურად შეუშლის თუ არა თურქეთი ხელს ნატო-ს გაფართოებას და რა მოთხოვნების წაყენება შეუძლია ერდოღანს. შეგახსენებთ, რომ ერდოღანმა განაცხადა, რომ ის დადებითად ვერ შეხედავს შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში შესვლას, რადგან ამ ქვეყნებში მოქმედებენ ქურთისტანის მუშათა პარტიის წარმომადგენლები, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული. ამასთან შვედეთმა და ფინეთმა, საპასუხოდ განაცხადეს, რომ ყველა უთანხმოება შეიძლება მოგვარდეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)