00:29 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-13 16:43:40, 1327 ნახვა

მსოფლიო
დიდი ბრიტანეთი ვლადიმერ პუტინთან მჭიდრო კავშირში მყოფ ალინა კაბაევას სანქციებს უწესებს

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის პრეზიდენტის ახლო გარემოცვას, მათ შორის მის ყოფილ მეუღლესა და სავარაუდო მეგობარ ქალს სანქციები დაუწესა.

 ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალი სანქციები  რუსეთის პრეზიდენტის „ჩრდილოვანი ქსელის “ დასუსტებას ისახავს მიზნად.

"ჩვენ ვამხელთ  ბუნდოვან ქსელს, რომელიც მხარს უჭერს პუტინის მდიდრულ ცხოვრების წესს და აძლიერებს მანკიერებებს მის ახლო წრეში. ჩვენ გავაგრძელებთ სანქციების დაწესებას ყველასთვის, ვინც ეხმარება და ხელს უწყობს პუტინის აგრესიას, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პუტინის ოფიციალური ქონება მოკრძალებულია და მისი ცხოვრების წესი „ ოჯახის, მეგობრებისა და ელიტის ჯგუფის მიერ ფინანსდება“.

დიდი ბრიტანეთის სანქციების სია ახლა მოიცავს 1000-ზე მეტ ფიზიკურ პირს და 100 კომპანიას. სანქცირებულთა სიაში, რუსეთის ლიდერის ბიძაშვილი მიხაილ შელომოვიც მოხვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics