15:21 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-13 10:00:15, 1545 ნახვა

ომი უკრაინაში
ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, თურქეთის შუამავლობით აზოვსტალიდან უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია იგეგმება

უკრაინის ვიცე-პრემიერის ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, თურქეთის შუამავლობით, აზოვსტალიდან უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია იგეგმება. 

მისივე თქმით, სპეცოპერაცია რამდენიმე ეტაპიანი იქნება. პირველი მათგანი მძიმედ დაჭრილების ევაკუაციაა.

ვერეშჩუკმა ასევე დასძინა, რომ თურქეთი დათანხმდა შუამავლის როლს მოლაპარაკებების მიმდინარე რაუნდში.

„ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკებების ახალი რაუნდი სპეცოპერაციის საგზაო რუქის ირგვლივ, ვიწყებთ მძიმედ დაჭრილებით. ჩვენ გაეროსთან მოლაპარაკებები გავმართეთ და მანდატი მივეცით.გვინდა, რომ ხელი მოეწეროს დოკუმენტს: ზუსტად როგორ მოხდება ევაკუაცია აზოვსტალიდან, ვემზადებით ხელმოწერისთვის",- განაცხადა ვერეშჩუკმა. 

ცნობისთვის, 12 მაისს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები შეიკრიბნენ რუსეთის ფედერაციაში, რათა შეთანხმდნენ აზოვსტალის ევაკუაციის სპეცოპერაციის ამ ეტაპზე.

უკრაინელი მებრძოლები, რომლებიც აზოვსტალში თავდაცვას აკონტროლებენ, განაცხადეს, რომ ქარხნის ტერიტორიაზე თითქმის 600 დაჭრილი ჯარისკაცი იყო, მაგრამ დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი დღითიდღე იზრდება.

მარიუპოლის უკრაინელი მებრძოლების დაღუპული დამცველების რაოდენობა არ სახელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics