|
2022-05-09 18:39:54, 1348 ნახვა
მსოფლიო
მაკრონი - აუცილებელია არაწევრი ქვეყნების EU-ში ინტეგრაციისთვის ახალი ალიანსი შეიქმნას
უკრაინა თავისი ბრძოლითა და გამბედაობით უკვე არის ჩვენი ოჯახის, ჩვენი კავშირის გულწრფელი წევრი. - ამის შესახებ ინფომრაციას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ავრცელებს. მისივე თქმით, აუცილებელია არაწევრი ქვეყნების EU-ში ინტეგრაციისთვის ახალი ალიანსი შეიქმნას. "უკრაინა თავისი ბრძოლითა და გამბედაობით უკვე არის ჩვენი ევროპის, ჩვენი ოჯახის, ჩვენი კავშირის გულწრფელი წევრი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხვალ უკრაინას კანდიდატის სტატუსს მივანიჭებთ, ყველამ კარგად ვიცით, რომ მის EU-ში გაწევრიანებას რამდენიმე წელი, შესაძლოა, რამდენიმე ათწლეულიც დასჭირდეს", - განაცხადა მაკრონმა. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)