15:54 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-03 13:39:34, 1182 ნახვა

სამართალი
შსს-მ დააკავა მამაკაცი, რომელმაც ბორჯომში მეუღლე ცივი იარაღით 16-ჯერ დაჭრა

ბორჯომში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის და ოჯახური ძალადობის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.კ. დააკავა. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მიმდინარე წლის 1-ელ მაისს, ბორჯომში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სიდედრს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო მეუღლე -  ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა.

დაშავებული ცოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

"სამართალდამცველებმა გ.კ. მომხდარიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

ოჯახის წევრის მიმართ გენდერის ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრების მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, ასევე, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს",- წერია უწყების განცხადებაში. 

დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა
სააკაშვილი: „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნა ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას
საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ჰააგის დეკლარაციის კენჭისყრის დარბაზი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics