04:43 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-29 14:55:22, 1587 ნახვა

ომი უკრაინაში
ნიდერლანდები საელჩოს კიევში აბრუნებს

ნიდერლანდები საელჩოს  უკრაინის დედაქალაქ კიევში  აბრუნებს. ამის შესახებ ინფორმაციას ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ქვეყანამ  დიპლომატიური პერსონალი უკრაინიდან  რუსული ჯარების შემოჭრის შემდეგ გაიყვანა. გასულ კვირას საელჩო დასავლეთ უკრაინაში, ლვოვში გაიხსნა.

„საელჩოს მცირე გუნდი კიევში მჭიდროდ იმუშავებს უკრაინის ხელისუფლებასთან და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უკრაინას ადგილზე დავუჭერთ მხარს “, - აღნიშნული განცხადება ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვოპკე ჰოექსტრამ Twitter-ზე გააკეთა .

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე სხვა ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმა, საელჩო კიევში დააბრუნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics