03:33 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-27 18:55:57, 1759 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის სახალხო დამცველი - 11 წლის ბიჭს 5 ოკუპანტი, 10 საათის განმავლობაში აუპატიურებდა.

"11 წლის ბიჭს 5 ოკუპანტი, 10 საათის განმავლობაში აუპატიურებდა..." - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა ავრცელებს.

მისივე თქმით, რუსი სამხედროების ქმედებები უკრაინაში გენოციდია.

"16 ათას დაკარგულ ადამიანს ვეძებთ. ცხელ ხაზზე ყოველდღიურად გვირეკავენ. აქედან 2 000 ჯარისკაცია, დანარჩენი მშვიდობიანი მოქალაქეები, უმეტესად მარიუპოლიდან. 780 ათასი ადამიანი რუსეთის ტერიტორიაზეა გადაყვანილი. ასევე ბელარუსსა და ყირიმში. ძალიან ბევრი ადამიანის ბედი არ ვიცით. შესაძლებელია ისინი საფილტრაციო ბანაკში არიან. 780 ათასი ადამიანიდან 160 ათასი ბავშვია. რუსები ახლა ამ ბავშვებს გასაშვილებლად ამზადებენ, ეს უკვე გენოციდია. ამ გზით ეთნიკურობას, იდენტურობას და ერის ფონდს ანადგურებენ. ეს გენოციდია." - განაცხადა უკრაინის სახალხო დამცველმა. 

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics