03:32 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-27 13:42:28, 2848 ნახვა

ომი უკრაინაში
კანადა უკრაინას რვა ჯავშანმანქანას გადასცემს

კანადა უკრაინას დასახმარებლად რვა ჯავშანმანქანას გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ანიტა ანანდი Twitter-ზე ავრცელებს.

„დღეს ვაცხადებთ, რომ კანადამ გააფორმა კონტრაქტი რვა ჯავშანმანქანაზე, რომელიც წარმოებულია Roshel-ის მიერ და მათ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს რაც შეიძლება სწრაფად მივაწვდით,“ - წერს ანანდი.

თავდაცვის მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ კანადა გააგრძელებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას, იმის მიუხედავად, რომ გასულ კვირას უკრაინის ძალებს მიაწოდა M777 ჰაუბიცები, ასოცირებული საბრძოლო მასალა და კარლ გუსტაფის იარაღი.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე სხვადასხვა მიმართულებიდან დაიწყეს შეტევა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics