22:49 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-22 13:01:40, 2267 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი: რუს სამხედროებს მარტის თვის ხელფასები ჯერ არ აუღიათ, ჯარში დიდი უკმაყოფილებაა

რუს სამხედროებს მარტის თვის ხელფასები ჯერ არ აუღიათ, რის გამოც სამხედრო ნაწილში ჯარისკაცები გაბრაზებული არიან და უკმაყოფილებას გამოთქვამენ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბის პრესსპიკერი, ოლექსანდრ შტუპუნი ავრცელებს.

 უწყების ცნობით, ომის 58-ე დღეს რუსეთის ფედერაცია ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებებს აგრძელებს და ამ დრომდე ინტენსიურად ბომბავს სამოქალაქო და სამხედრო მნიშვნელობის კრიტიკულ ობიექტებს. 

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, დონეცკის მიმართულებით მტერმა ინტენსიური იერიშები მიიტანა დასახლებულ პუნქტზე. 

„ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში წარმოებული საომარი მოქმედებების გამო მტერმა სერიოზული დანაკლისი მიღო. ამასთან რუს სამხედროებს მარტის თვის ხელფასები ჯერ არ აუღიათ, რის გამოც სამხედრო ნაწილში ჯარისკაცები გაბრაზებული არიან და უკმაყოფილებას გამოთქვამენ. მტერი აგრძელებს ძარცვას და კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის განადგურებას, ასევე არ ატარებენ ჰუმანიტარულ ტვირთს.", - წერია გაცხადებაში. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics